Tuesday, February 14, 2012

პრეზენტაცია "შოთა ნიშნიანიძის ცხოვრება და შემოქმედება

სასწავლო პროექტი გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
ნაცნობი პოეტების კვალდაკვალ


2. პროექტის მთავარი თემა:
მოსწავლეები გაეცნობიან ანა კალანდაძის, ლადო ასათიანის, შოთა ნიშნიანიძისა და არჩილ სულაკაურის ბიოგრაფიებს.


3.პროექტის აქტუალობა
მერვე კლასის მოსწავლეებმა  სასკოლო პროგრამით ისწავლეს ზემოთ ჩამოთვლილ მწერალთა ლექსები. მათთვის საინტერესო იქნება, გაეცნონ  საყვარელი ლექსების ავტორთა ცხოვრებას.

4. პროექტის მიზნები:
  •  მოსწავლეებს განუვითარდეთ კვლევითი უნარები;
  • ისწავლონ ჯგუფური მუშაობა, თანაკლასელებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
  • ჩამოუყალიბდეთ არგუმენტირებული მსჯელობისა და პეზენტაციის მომზადების უნარები; 
  • ისწავლონ თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება;
  • ისწავლონ დროის მენეჯმენტი;
  • განუვითარდეთ პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • განუვითარდეთ ზეპირი მოსმენისა და ანალიზის უნარი.
5. მონაწილეთა ასაკი
12-13 წელი


6. განხორციელების ვადები
1თვე


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეების მიერ მომზადებული პრეზენტაციები, რომლებსაც განვათავსებთ ბლოგზე

8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
კომპიუტერი, ინტერნეტი,დამატებითი ლიტერატურა,smartboard


9.პროექტის მსველელობა (ძირითადი აქტივობები):

  • თემის შერჩევის შემდეგ კლასი დაიყოფა ოთხ ჯგუფად;
  • შევიმუშავებთ სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმას, განვსაზღვრავთ ვადებს;
  • მოსწავლეებთან ერთად შევიმუშავებთ განმსაზღვრელი შეფასების სქემას;
  • გამოვავლენთ ჯგუფის ლიდერებს. ჯგუფებში გადანაწილდება დავალებები;
  • პირველი ჯგუფი მოამზადებს პრეზენტაციას თემაზე "შოთა ნიშნიანიძის ცხოვრება და შემოქმედება"
  • მეორე ჯგუფი იმუშავებს თემაზე "ანა კალანდაძის ცხოვრება და შემოქმედება"
  • მესამე გუნდი წარმოადგენს საპრეზენტაციო თემას "ლადო ასათიანის ბიოგრაფია"
  • მეოთხე ჯგუფი კი მოამზადებს საპრეზენტაციო თემას "არჩილ სულაკაურის ცხოვრების ფურცლებიდან".
  • მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით:



    შეფასება
    საუკეთესო
    (9-10)
    კარგი
    (7-8)
    საშუალო
    (5-6)
    დაბალი
    (1-4)
    მიზანი
    და
    აუდიტორია
    მოხერხებულად 
    იყენებს 
    მიზნის 
    შესაბამის
    ენობრივ
    საშუალებებს 
    და 
    ითვალისწინებს 
    აუდიტორიას.
    ჩანს 
    მიზანი,
    მაგრამ 
    ნაკლებად
    ითვალისწინებს
    აუდიტორიას
    მეტ-
    ნაკლებად 
    ჩანს მიზანი
    და ზოგჯერ 
    გათვალისწი-
    ნებულია
    აუდიტორია.
    არ ჩანს 
    მიზანი
    ვერ 
    ითვალის-წინებს
    პრეზენტაციის
    დროს 
    აუდიტორიას.
    გამართული
    და 
    სწორი
    მეტყველება
    გამართულად 
    მეტყველებს,
    აქვს
    მდიდარი 
    ლექსიკა.

    იცავს 
    მართლმეტ-
    ყველების
    წესებს,
    გამართულად 
    საუბრობს.
    მეტ-
    ნაკლებად
    იცავს
    მართლმეტ-
    ყელების
    წესებს.
    ვერ 
    იცავს 
    მართლმეტყვ-
    ელების
    ელემენტარულ
    წესებს.
    სათქმელის 
    ნათლად
    და
    ლოგიკურად
    გადმოცემა
    სათქმელს 
    გადმოსცემს 
    ნათლად 
    და ლოგიკურად
    მსჯელობა 
    თანმიმდევ-
    რულია.
    სათქმელს
    გადმოსცემს
    ნათლად,
    მაგრამ
    არათანმიმდევ-
    რულად.
    ხშირად
     უჭირს 
    სათქმელის
    ნათლად 
    გადმოცემა

    გასაგებად 
    ვერ 
    გადმოსცემს
    სათქმელს
    მსჯელობა
    ხშირად
    არალოგიკურია
    კონტაქტი 
    აუდიტო-რიასთან 
    წარმატებით 
    იყენებს 
    არავერბალურ
    საშუალებებს
    აუდიტორი-ასთან 
    კონტაქტის 
    დასამყარებლად.
    ახერხებს
    აუდიტორი-ასთან
    კონტაქტის
    დამყარებას.
    უჭირს 
    აუდიტო-
    რიასთან
    კონტაქტის
    დამყარება.
    ზოგჯერ
    ახერხებს.
    არ
    ამყარებს
    აუდიტო-
    რიასთან
    კონტაქტს.
    დასაბუთე-ბული და
    არგუმენტი-რებული
    მსჯელობა
    მსჯელობა 
    დასაბუთებ-ულია 
    და 
    არგუმენტებით 
    გამყარებულია.
    მსჯელობა
    დასაბუთე-
    ბულია.
    მაგრამ
    ზოგ შემთხვევაში
    არგუმენტები
    არ არის
    დამაჯერებელი.
    მსჯელობისას 
    არგუმენტები 
    ხშირად
    არადამაჯე-
    რებელია.
    მსჯელობა 
    არ არის 
    არგუმენტი-
    რებული.
    არ იყენებს  
    კონკრეტულ 
    მასალას.
    ვიზუალური
    მასალის
    გამოყენება
    პრეზენტაციის 
    დროს 
    ეფექტურად 
    იყენებს 
    ვიზუალურ
    მასალას.
    პრეზენტავიის
    დროს
    იყენებს 
    ვიზუალურ 
    მასალას
    მაგრამ 
    ხშირად  
    მიზანთან
    შეუსაბამოა.
    პრეზენტაციის
    დროს
    გამოყენებული
    ვიზუალური
    მასალა 
    მწირია,არ 
    შეესაბამება
    დავალებას.
    არ იყენებს 
    ვიზუალურ 
    მასალას.


    10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან
     კავშირი:
    ქართული ლიტერატურა
    ეროვნულ  სასწავლო გეგმასთან კავშირი:
       ქართ. VIII. 1. მოსწავლეს შეუძლია კონკრეტულ საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისის წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
     ქართ. VIII. 2. მოსწავლეს შეუძლია  ორატორის გამოსვლის მოსმენა და მისი შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის გათვალისწინებით. 
    ქართ. VIII. 4. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
    ქართ. VIII. 12. მოსწავლეს შეუძლია ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურებისა და ხერხების მართებულად გამოყენება სხვადასხვა სახის ტექსტების შესაქმნელად.

    11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): 
    თინათინ თვალჭრელიძე

    12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:

     tiniko.tvalchrelidze@gmail.com

    13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: 
    qartvelipoeti.blogspot.com